გურიაში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დაინიშნა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ლერი ბარნაბიშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად დანიშვნამდე იგი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე – სხვადასხვა თანამდებობაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

გიორგი ურუშაძემ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი სახოკია შეცვალა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო სააგენტოში, მრჩევლად დაინიშნა“, – ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.