გურიაში უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა რეისებს აუქმებს

პუბლიკა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, გურიაში უამინდობისა და დიდი თოვლის გამო მატარებლის რეისები უქმდება.

კერძოდ გაუქმებულია:

  • 23 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი;
  • 24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;
  • 24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი- ბათუმი;
  • 24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;
  • 24 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
  • 25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი;
  • 25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;
  • 25 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
  • 25 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
  • 26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი;
  • 26 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი;

რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.