გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დავით კოდელაშვილი იქნება, სამცხე-ჯავახეთის - რამაზ თათარაშვილი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი დავით კოდელაშვილი დაინიშნა.

შსს-ს ცნობით, რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, დავით კოდელაშვილს კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.