გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ერთ- ერთი ადგილობრივის ეზოში შევარდა და ორ ადამიანს შეეჯახა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. „პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.