გურჯაანში ავარიის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა

პუბლიკა

გურჯაანში ავარიის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა.  26 იანვარს ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მსუბუქი მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 24 წლის მამაკაცი და მისი 2 წლის შვილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხომბს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.