გურჯაანში, თბილისისა და ბაკურციხის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს.
ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებისას ტრაილერი ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანი დაიღუპა.