გუშინ, 25 თებერვალს გურჯაანის საავადმყოფოს მიმართულებით იარაღიდან ისროლეს და მინა ჩაამსხვრიეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.
ტელეკომპანია „მთავარის” ინფორმაციით, სროლამდე საავადმყოფოში სოფელ ჩუმლაყის ერთ-ერთი მცხოვრები მ.ბ. შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. ტელეკომპანიის ცნობით, უცნობია, როგორ მიიღო ამ პირმა ეს დაზიანება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი ნასამართლევია თანასოფლელის მკვლელობის გამო.
მ.ბ.-ს ოჯახის წევრების თქმით, საავადმყოფოში შეყვანამდე მას ჩხუბი არავისთან მოსვლია და წაქცევის შედეგად დაშავდა.