დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა facebook-ის Live-ში საქართველოში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 5000-მდე შესაძლო შემთხვევიდან დადასტურებულია 296.
„გუშინდელი დღე იყო, როცა ჩვენ პირველი, ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც საყურადღებოა და საგანგაშო. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ერთდროულად 5, 7, 10. ორჯერ დავაფიქსირეთ 18 შემთხვევა 24 საათის განმავლობაში.
30 შემთხვევა უკვე ბევრის მანიშნებელია. ეს 30 შემთხვევა ძირითადად არის 12 კლასტერში/ჯგუფში. ეს არის სხვადასხვა კლასტერი, რომელიც, მე მგონი, უკვე იციან – ირანის, მარნეულის, ქობულეთის, ეროვნულის კლასტერი. გვყავს 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი. დღეს დილით დადასტურდა პირველი შემთხვევა სასულიერო პირში, ანუ შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა არ იცის, ვინ ვინ არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში ერთადერთი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცია, რადგან ჯერ ისევ არ გვაქვს ვაქცინა და ეტიოტროპული პრეპარატი.