გომელაური: გუშინ გამოძიება თავდასხმის ყველა ფაქტზე დავიწყეთ, ვნახავთ, რა მოხდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, დაწყებულია გამოძიება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რა თქმა უნდა, არავის მოსწონს ძალადობა – არც პოლიციელზე, არც ოპოზიციონერზე, არც მოქალაქეებზე, რომელსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ. არც ჟურნალისტებზე. გამოძიება დავიწყეთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

9 მაისს, ღამის საათებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს თავს დაესხნენ. მათ სადარბაზოებთან, ქუჩებსა და სახლებთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევ, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დიმა ჩიქოვანს. ასევე, „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს.