გუშინ კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ემსხვერპლა

პუბლიკა

გუშინ, 14 ოქტომბერს კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა.

მძიმედ დაშავდა კოალიციის კიდევ ერთი წევრი, ანა ქართლელიშვილი.

როგორც პარტია „ახალის” და კოალიციის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, დღეს ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმებულია.

„დღეს ჩვენი პარტიისთვის და კოალიციისთვის უმძიმესი დღეა. დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო და მასთან ერთად მანქანაში მყოფი ანა ქართლელიშვილი, ქართლელა, როგორც ჩვენ მას ვეძახით, ახლა იბრძვის გადარჩენისთვის. ჩვენ დღეს გვინდა, სამძიმარი გამოვუცხადოთ ელენეს ოჯახს, მის მეგობრებს, ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის”. – თქვა ნიკა გვარამიამ.