გუშინ ღამით, ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს ტელეწამყვანი შოთა დიმიტრიშვილი. ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და როგორც ადვოკატი „პუბლიკას“ ეუბნება, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.
ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ დაკავებული ნაცემია. ადვოკატის თქმით, სხვა დაკავებულების მსგავსად შოთა დიმიტრიშვილიც მიიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ზვიად ხარაზიშვილთან, „ხარებასთან“, რომელიც დაკავებულებს ამცირებდა.
„პოლიციას ელაპარაკებოდა, როგორც თვითონ მითხრა, უხსნიდა რაღაცებს, საუბრობდნენ, უკნიდან ვიღაცამ ხარებაზე დაიყვირა თუ რაღაც, ხარებას დაძახებაზე ეგრევე გამოვარდნენ და დაიჭირეს. […] ძალადობაზე საუბრობს. როცა შეიყვანეს, ნიღბიანებმა წაიყვანეს, გზაში ურტყამდნენ თავში, აგინებდნენ, სახეშიც ურტყეს, როგორც ამბობს. ზევით აიყვანეს „ხარებასთან“, როგორც დღეს დაკავებულებთან, როგორც სხვებთან მოხდა. ბევრმა თქვა გუშინ ღამით დაკავებულები ვინც იყვნენ, ჭიჭინაძეზე ვინც დააკავეს, ჭიჭინაძის კუთხეში ზევით ხარება იყო მანქანით და იქ აიყვანეს. ჩანთა წაართვეს, რომელშიც ტელეფონი ჰქონდა. ხარებასთან აიყვანეს და ხარება დამცინავი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, როგორც სხვების მიმართ, ვიდეოს მიღებდა ხარებაო, როგორც თქვა“, – ამბობს ადვოკატი ჯუბა ქათამაძე.