გუშინ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს, დაიჭრა 1 სამხედრო - უკრაინის გაერთიანებული ძალები

პუბლიკა

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ცენტრის ინფორმაციით, გუშინ დონეცკისა და ლუჰანსკის ოკუპირებული რეგიონებიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 80-ჯერ დაირღვა. საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ნაღმტყორცნები, არტილერია და ტვყიამფრქვევები. გაერთიანებული ძალების ცნობით, 80-დან 72-ჯერ ცეცხლი საოკუპაციო ძალებმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღიდან გახსნეს.

სროლას და დაბომბვას, გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, გუშინ უკრაინელ სამხედროებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია; დაიჭრა ერთი ჯარისკაცი.

ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. საკონტაქტო ხაზთან ვითარება გაუარესდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ყოველდღიურად, ფაქტობრივად, მთელი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ ირღვევა. ბოლო დღეების განმავლობაში სროლისა და დაბომბვის შედეგად რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა.

დონეცკისა და ლუჰანსკის ოკუპირებული რეგიონებიდან თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებს მოსახლეობა გაჰყავთ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ საზღვრებთან უკვე 200 000-მდე ჯარისკაცია მობილიზებული და რუსეთი ინტერვენციისთვის ემზადება.