გუშინ შემოსული 11 ახალი პაციენტიდან 7-ია „საბურთალოს კლასტერი" და 4 ბოლნისიდან - სოლოღაშვილი

პუბლიკა

ბოჭორიშვილის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკას გუშინ 11 ახალი ინფიცირებული პაციენტი შეემატა, რომელთაგან 4-ს ვირუსი ბოჭორიშვილის კლინიკაში დაუდასტურდა, 7 კი სხვადასხვა კლინიკიდან შევიდა.

„7-ია საბურთალოს კლასტერი და 4-ია ბოლნისიდან. ახალი პაციენტებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობაა საყურადღებო, იგი დატვირთული ანამნეზით არის. 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 ახალი პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას”, – განუცხადა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს.

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში არის 43 პაციენტი. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 29. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი.