გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნეების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 24 ივნისს რუსეთში სამხეთრო არეულობის ფონზე „ყვლამ ვნახეთ ამჩატებული ოპოზიცია“.

„გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანია ქვეყნის ომში გახვევა.

„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანი არის ქვეყნის ომში გახვევა, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში გულში ინახავდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ოსაფრთხოების საბჭოს მოწვევის ინიციატივას სისულელე უწოდა და პრეზიდენტი გააკრიტიკა.

„რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. ხომ გაირკვა გუშინ უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა ლიდერი: „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“ და სხვები, ამ უბრალო სისულელეს ამბობდა, რაც დამტკიცდა, რომ სისულელე იყო. მსოფლიოში არავის არ მოუწვევია უსაფრთხოების საბჭო, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში წარიმართა.

პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს პრეზიდენტმა უკვე მეხუთე წელია მისი უფლებამოსილება, ეს არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა კობახიძე.


24 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთში შექმნილი ვითარების ფონზე პრემიერს უშიშროების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.

წუხელ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა განცხადა, რომ ის მოსკოვისკენ მარშს წყვეტდა და უკან ბრუნდებოდა.

„სურდათ, „ვაგნერი“ დაეშალათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში მოსკოვამდე 200 კილომეტრში მივედით. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დაგვიღვრია. ახლა ისეთი მომენტი დადგა, როცა შესაძლოა სისხლი დაიღვაროს.

ამიტომ, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით”. – თქვა პროგოჟინმა.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდება, მებრძოლები ბანაკებს დაუბრუნდებიან. თავად პრიგოჟინი კი ბელარუსში გაემგზავრება.