პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართავენ შეხვედრას.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, მათი მიზანია, გაარკვიონ, აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას” მზაობა, რომ მოლაპარაკების საკითხებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდეს.
„ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად სერიოზული მზაობა აქვს „ქართულ ოცნებას”, რომ იმ მოლაპარაკების პუნქტებზე დათმოს. იცით, რომ არის 4 საკითხი, ჩვენთვის ყველზე პრინციპულია პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო კანონმდებლების ცვლილება და ცესკოს ფუნდამენტური ცვლილება…
ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენ ჩვენი გეზი გვაქვს. ჩვენ თუ პოლიტპატიმრები ციხიდან გამოვუშვით, თუ საარჩევნო ცვლილებების პაკეტი ხელში გვეჭირა, არ უნდა შევიდეთ?! დანარჩენებიც არ უნდა შევიდნენ? ამიტომ ამ საბავშვო ბაღს უნდა მორჩეს ოპოზიცია და სერიოზულად მოეკიდოს საკითხებს”, – აცხადებს ელისაშვილი.