პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
„ჩვენ გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინაც იყო პრეზიდენტის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ეს იყო რეალურად სკანდალური შეწყალებები. არც ამჯერად ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას.
ვფიქრობ, რომ სპეკულაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კვლავ გრძელდება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საარჩევნო რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილების სახით მივიღოთ”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
გუშინ პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.
ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს მითითების მიცემას, ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია – კობახიძე