გვაქვს ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა, 76 გამოჯანმრთელებული პაციენტი - ეზუგბაია

პუბლიკა

336 დადასტურებულ შემთხვევას დაემატა 4 პაციენტი  და ახლა უკვე 340 დადასტურებული პაციენტი გვყავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მისი თქმით, 2 პაციენტის განმეორებითი ანალიზის შედეგად მიიღეს უარყოფითი პასუხი.

„რაც ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებული 2 პაციენტი შეგვემატა და ჯამში გვყავს 76 გამოჯანმრთელებული პაციენტი”, – ამბობს ეზუგბაია.