გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, სადაც შესაძლოა დაიგეგმოს სააკაშვილის გატაცება - გვარამია

პუბლიკა

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა იგი კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. როგორც მან რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანას აპირებენ გორის ჰოსპიტალში, საიდანაც შესაძლოა გაიტაცონ.

„ასევე, ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ, გადაიყვანონ გორის ჰოსპიტალში, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება“, – ამბობს გვარამია.

მისივე თქმით, არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც პატიმრები გადაჰყავთ ხოლმე და მიხეილ სააკაშვილიც იქ უნდა გადაიყვანონ. „ნუ აკეთებენ გამონაკლისებს სააკაშვილის წინააღმდეგ“, – აცხადებს გვარამია.


მიხეილ სააკაშვილი 31-ე დღეა, შიმშილობს.  ის 1 ოქტომბერს დააკავეს.