გვაქვს კონსულტაციები და იმედია, უკრაინელი კოლეგები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმედი აქვს უკრაინელი კოლეგების მხრიდან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო არჩევის საკითხზე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„გვაქვს კონსულტაციები უკრაინელ კოლეგებთან, მაგალითად მეც მქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რადას წევრებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საბოლოო ჯამში მიღებული იქნება რაციონალური გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ არ დააყენებს უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენ ვიცით ზოგადად სააკაშვილის საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში თუ რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, არ გვინდა ასეთი საფრთხეების წინაშე დადგეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა“, – ამბობს ირაკლი კობახიძემ.​


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს Faebook-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გახდეს ვიცე-პრემიერი რეფორმების დარგში.

„პრეზიდენტის გუნდთან ერთად მე მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რათა უკრაინამ ყველაზე მცირე დანაკარგებით განიცადოს დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას. ვიმედოვნებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო წევრი ვიქნები“, – დაწერა მიხეილ სააკშვილმა.