„გვაქვს პოზიციები, რომლის რადიკალური გადახედვა ვერ მოხდება“ | სამადაშვილი შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

საარჩევნო ბლოკის „ერთნიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრები ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, საშულება ჰქონდათ ამ შეხვედრაზე დეტალურად ესაუბრათ იმ 6-პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შარლ მიშელმა შეადგინა.

„გვქონდა საშუალება დეტალურად განგვეხილა ჩენი პოზიციები კონკრეტულად ყველა იმ 6 პუნქტთან მიმართებაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული პრეზიდენტ მიშელის საქოქმედო გეგმაში. ზოგიერთ საკითხზე ჩვენ გვქონდა უფრო ფუნდამენტური დისკუსია, უფრო მეტ დეტალზე, სხვებზე შევთანხმდით რაღაც ზოგად მონახაზზე.

მაგრამ ერთი რამ არის ნათელი და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ  დავაფიქსირეთ, რომ არსებობს ისეთი საკითხები, რომლის მოგვარებაც გახსნის გზას შეთანხმებისთვის და არსებობს საკითხები, რომელზეც შეიძლება შეთანხმება მას შემდეგ რაც ჩვენ გადავჭრით მთავარ პრობლემებს. აქ ვერაფერს ახალს ვერ გეტყვით გარდა იმისა, რომ ჩვენი პოზიცია თქვენთვის არის ცნობილი.

პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენს პარტიას, მაგალითად, წარმოადგენდეს ნიკა მელია. ასევე, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს შესაბამისად პატიმრობიდან, “- ამბობს სალომე სამადაშვილი.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მნიშვნელოვანი და ამას ოპოზოცია არ გადახედავს.

„გზები როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე არსებობს სხვადასხვა და სწორედ ამაზე გვქნდა საუბარი. დრო ჩვენც მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან ცოტა რადგან 16-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში უნდა წარსდგეს ან ხელცარიელი ან მონახაზით შესაბამისი შეთანხმებით და შედეგები როგორ წარსდგეა ის ბრიუსელში იქნება ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელისუფლებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც”- ამბობს სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, არსებობს პოლიტიკური პოზიციები, რომელიც დააფიქსირა ოპოზოციამ  ამ შეხვედრაზე და სხვა შეხვედებზეც აფიქსირებს.

„ცხადია, რომ ამ პოლიტიკური პოზიციების რადიკალური გადახედვა ვერ მოხდება”, – ამბობს ის.


კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს, გამთენიას ჩამოფრინდა. დილიდან ის შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და „ქართულ ოცნებას“. დანიელსონმა განცხადებები გააკეთა მედიისთვისაც. ის საქართველოს 14 მარტს დატოვებს.