ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის უწყებას აქვს იმის რესურსი, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მობილიზდეს დამატებით 6 616 საწოლი.
„იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომლებიც დღეს ჩართულია კოვიდპანდემიის მართვაში, ეს არის 57 საავადმყოფო. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამატებით მობილიზაცია გავუკეთოთ 6 616 საწოლს. და არსებობს გარკვეული გეგმა რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ დამატებით 15 საავადმყოფო, შესაბამისი 2000-ზე მეტი საწოლფონდით“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი. განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 Covid-პაციენტი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 35567;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 16904;
- მათ შორის გარდაცვლილი – 273;
- კარანტინის რეჟიმში – 3324;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2346;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.