„გვაქვს შთამბეჭდავი პროგრესი“- ღარიბაშვილმა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში დაპატიჟა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ირაკლი ღარიბაშვილს რთ-ერთმა ჟურნალისტმა კრიტიკული კითხვა დაუსვა და საქართველოში ადამიანების უფლებების დაღვევებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ჰკითხა. ამ კითხვის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტი საქართველოში დაპატიჟა.

პრემიერის თქმით, საქართველო გახდა დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი.

„მინდა, კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში. თქვენ ალბათ არ ყოფილხართ თბილისში და არ იცით, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში. ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო ათი წლის განმავლობაში.

ჩვენ რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატურული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიისა. არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ითქვას ამაყად, თამამად, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც ჩვენ გაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი”, – თქვა მან.