გვარამია არის ეტალონი სიძულვილის, ღვარძლის ნთხევის, დღეს გახდა მოსიყვარულე? - პრემიერი

პუბლიკა

„გვარამია არის ზოგადად ეტალონი სიძულვილის, სიბოროტისა და ღვარძლის ნთხევის, დღეს გახდა მოსიყვარულე?“,- ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას – შეცვლიან თუ არა პოლიტიკოსები სიძულვილის ენას, რისკენაც მათ მოუწოდებს, როგორც სახალხო დამცველი, ასევე  ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია?

„მათ უნდა შეცვალონ, ამ ანტისახელმწიფოებრივმა წარმომადგენლებმა უნდა შეცვალონ, უნდა დაასრულონ ეს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ხალხი დაიღალა უკვე, აღარ აქვს უკვე ამის მოთმინების უნარი და სურვილი. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე ან რატომ უნდა ვილაპარაკო გვარამიაზე ამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა პრემიერმა.