გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

7 ნოემბრის საქმიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაუშვეს.

„განსხვავებული პოზიცია არ გვქონია. მე-60 მუხლის თანახმად განვმარტავთ, რომ აცილება არ იქნება დაკმაყოფილებული. როცა დაიწყო საქმის განხილვა და აქამდე მოყოლებული ყოფილიყავით ზედამხედველი. ჩვენ წინასწარ ვერანაირ შეფასებებს მოწმეთა ვერც ერთ შეფასებაზე ვერ გავაკეთებთ. მე-60 მუხლის გათვალისწინების საკითხზე ამ საქმეში სასამართლო იმას გულისხმობს, რომელსაც ჩვენ ახლა ვიხილავთ“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

ამასთან, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თქმით, კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა არ იკვეთება.

„კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა როგორც ბრალდებულის, განა მასალებში, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური განმარტავდა, რომ აცილება ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროკურორის სტატუსით ჩართული ოყო ნიკა გვარამია.

„ჩართული იყო კონტრდაზვერვის წარმომადგენლების გაგზავნაში ტელეიმედში. 7 ნოემბრის ღამეს, როცა დარბევა ხდებოდა, გვარამია და იმჟამინდელი გენპროკუროის მოადგილე ლაცაბიძეც იმყოფებოდნენ მოდულის შენობაში, საიდანაც ნიკა გვრამიამ და პროკურატურის ხელმძღვანელებმა გასცეს მითითება და გამომძიებლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედში“ შევიდნენ და გამოაძევეს ჟურნალისტები. ასევე, შალვა ნათელაშვილისა და გამსახურდიას საქმეები, აგენტობას რომ აბრალებდნენ, ამ მასალებსაც გვარამია გადიოდა, ჩართული იყო მისი კურატორობით და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გაიმართა ეს პროცესები“,- განმარტა წიკლაურმა.