გვინდა, დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები სახელმწიფოს ჩართულობითაც. მალე მოგახსენებთ - პრემიერი

პუბლიკა

„..გვინდა, რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, გვაქვს გეგმა, რომ სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივ მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რელიზს პრესსამსახური ახსენებს.

პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ ექსპორტი იზრდება და მთავრობას კონსულტაციები აქვს სხვადასხვა ინვესტორთან.

„ეკონომიკა იზრდება, ტურიზმის მატება გვაქვს, 1-2 კვირაში საბოლოო მონაცემები გამოვა და ამის თაობაზე მოგახსენებთ. ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ თუ შევადარებთ კოვიდამდელ, 2019 წლის პერიოდს, დაახლოებით 80-90%-ით არის აღდგენილი.

ექსპორტი იზრდება. ახლა ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სხვადასხვა ინვესტორებთან. ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ ჰესების მშენებლობის პროექტები, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობით. ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მათ შორის სახელმწიფომაც მიიღოს ნაწილობრივ მონაწილეობა დიდი პროექტების განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.