გვითხრეს, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

„გვითხრეს, რომ 16 თებერვალს იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ ამ დღეს ერთიანობის დღედ ვაქცევთ” – ამბობს ზელენსკი.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ ქმედებებს თითოეული ჩვენგანისგან.

ჩვენ  დიდი ომი გვაშინებს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო დღეს ძლიერია, როგორც არასდროს. ჩვენ ვისწრაფვით მშვიდობისკენ და გვსურს ყველა საკითხის მხოლოდ მოლაპარაკებებით გადაჭრა. დონბასი და ყირიმი დაბრუნდება უკრაინაში მხოლოდ დიპლომატიის გზით.

ჩვენ გვყვავს არაჩვეულებრივი არმია, ჩვენს ბიჭებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე შეიარაღება. ჩვენი არმია გაცილებით ძლიერია ვიდრე 8 წლის წინ.

ჩვენ გვჯერა ჩვენი სამხედროების, მათაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი ერთობა.

გვითხრეს, რომ 16 თებერვალს იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ ამ დღეს ერთიანობის დღედ ვაქცევთ. ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ჩვენ ავაფრიალებთ სახელმწიფო დროშებს და დავიბნევთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და დავანახებთ მსოფლიოს ჩვენს ერთობას.

ციდან გვიყურებს ამ ომში დაღუპული 14 ათასი დამცველი და სამოქალაქო პირი. ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას. ჩვენ ყველას გვსურს ბედნიერად ცხოვრება, ბედნიერებას კი ძლიერები უყვარს. დანებება არასდროს შეგვძლებია და არც ვაპირებთ ამის სწავლას. გიყვარდეთ უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ!

– ამბობს ზელენსკი მიმართვაში.