„დღეს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო მშვიდობიან უკრანულ მიწაზე, გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ ეს არ მოხდა და სამწუხაროდ, არ დაემთხვა ჩვენი წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სტატეგიული პარტნიორობა“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრი კასიანოვმა განაცხადა.
კასიანოვის განცხადებით, საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობის ისტორია იძლევა რწმენას, რომ ორი ქვეყანა ერთად გააგრძელებს მათი ხალხების ნათელი მომავლისთვის წინასვლას.
„უკრაინა გაიმარჯვებს, მტერი დაისჯება და შემდეგ, ევროკავშირის უსაფრთხო გარემოში საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და შეიძენს ფუნდამენტურად ახალ მნიშვნელობას“, – განაცხადა მან.
ანდრი კასიანოვის განცხადების საპასუხოდ მმართველი გუნდის გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო გულშემატკივრობს უკრაინას, თუმცა ხელისუფლება მოქმედებს თაისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„არაერთხელ აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მინიშნებები და განცხადებები იყო იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი უნდა დაგვეწყო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ პატრიოტები, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის თოთოეული მოქალაქის ინტერესს, ვიცავთ თქვენს და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, ჩვენს ქალაქებს, სოფლებს, გვინდა, იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.