გვსაყვედურობენ, რომ სასამართლო თურმე იმართება კლანის მიერ, რაც აბსოლუტური სიცრუეა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ჩვენ არაერთი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ. მთავარი რაც შეიძლება ითქვას,  ჩვენ მოვახდინეთ სრულად დეპოლიტიზება ჩვენი მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტების – პოლიციის, ჯარის, სასამართლოსი”, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების სხდომაზე. მისივე თქმით, სიცრუეა, რომ სასამართლო იმართება კლანის მიერ.

„დღეს გვსაყვედურობენ, რომ სასამართლო თურმე იმართება კლანის მიერ, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. ჩვენ კარგად ვიცით, რა ვითარებაში იმართებოდა სასამრთლო სააკაშვილის დროს. სამწუხაროდ, ასეთი შენიშვნები და ასეთი განცხადებები მე არ მომისმენია, მათ შორის, არც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ვაფასებთ მათ რეკომენდაციებს, მათ რჩევებს. ბუნებრივია, ამას ჩვენ გავითვალიწინებთ. იდეალური არავინ არ არის. არც ერთი ხელისუფალი არ არის იდეალური, არც შეიძლება, რომ იყოს იდეალური, მით უმეტეს ასე მოკლე პერიოდში, რა გზაც ჩვენ გავიარეთ 8 წლის განმავლობაში. მე ვგულისხმობ ჩვენი მმართველობის 8 წელს.

მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ გვიწევდა გამკლავება ყოველდღიურ რეჟიმში, მუდმივი გამოწვევების, საბოტაჟის, დესტრუქციის, დესტაბილიზაციის მცდელობების. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვეყო მტკიცე ნება, სურვილი  და რეალური გადაწყვეტილებები მივიღეთ იმისთვის, რომ რეალურად გაგვეთავისუფლებინა იმ წხენისგან, რომელიც სასამართლოს მიმართულებით იქნებოდა, პოლიციის, ჯარისა თუ უსაფრთხოების სამსახურების მიმართ”, – აღნიშნა მან.