გვყავს 1 ახალი პაციენტი ცხინვალიდან, მისი მდგომარეობა საყურადღებოა – სოლოღაშვილი

პუბლიკა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 55 პაციენტი მკურნალობს. აქედან კოვიდის დიაგნოზი აქვს 45 პაციენტს.

„გვყავს 1 ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან, გადმოყვანილია დადასტურებული დიაგნოზით. მისი მდგომარეობა საყურადღებოა. საყურადღებოა კვლავ 4 პაციენტის მდგომარეობა, დანარჩენი პაციენტების დაავადების სიმძიმე საშუალოა.

ახალი პაციენტი მკურნალობდა მცხეთის საავადმყოფოში. ის ამ საავადმყოფოს თანამშრომელი არ არის.  როგორც ვიცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან. კლასტერი გამოდის ცხინვალი. მამაკაცია 60 წელს ზემოთ ასაკით“, – ამბობს მაკა სოლოღაშვილი.

მისივე თქმით, კლინიკაში რჩება 18 წლამდე 7 პაციენტი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა 5-მა პაციენტმა დატოვა.