გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არა ჰყავს ცხენი - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. სიტყვით გამოსვლა წულუკიანმა სპორტის სფეროში არსუბული პრობლემების მიმოხილვით დაიწყო და ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურასა და საწვრთნელი ბაზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

„ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი, და გვყავს მორბენალები, ვისაც არა აქვს სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არა ჰყავს ცხენი, ეს ასეა და რელობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობისას ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მათთან გამკლავებას, ასე არის აქაც.

შესაბამისად ეს უნდა გასწორდეს, ჩვენს მშვილდოსნებს მაგალითისთვის სჭირდებათ თბილისში ბაზა, იმისთვის რომ ივარჯიშონ და ახალგაზრდა მშვილდოსნები არ ვარჯიშობდნენ თბილისის კორპუსების სარდაფებში, ასევე ძალიანა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ტანმოვარჯიშეებს ჰონდეს ასევე თბილისში საწვრთნელი ბაზა, აღარაფერს ვამბობს ჩვენს მოციგურავეებზე, რომელსაც არ აქვთ სათანადო საციგურაო ინფრასტრუქტურა და მათ უწევთ უცხო ქვეყანაში ვარჯიში და ჩვენ ყველას გვიხარია, ტაშსაც ვუკრავთ, მეც ასე ვიყავი სანამ სპორტის მინისტრი გავხდებოდი, როგორ კარგად ციგურაობენ, როგორ კარგად ნიჩბოსნობე , როგორ კარგად წარმოაჩენენ საქართველოს, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან დიდი პრობლემები, ძალიან დიდი შრომა და თითოეულ სპორტსმენს არის ის თუ არა სამინისტროს მხრიდან დიდი ბიუჯეტით ხელშეწყობილი, მინდა ამ ტრიბუნიდან ვუთხრა ძალიან  დიდი შრომისა და გამძლეობისთვის მადლობა“,- განაცხადა წულუკიანმა.