მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა „რუსთავი 2-თან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარნეულში მომზადებული ჰყავთ ახალგაზრდა მოხალისეთა 40-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებიან. მერის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დახმარებას მიზნობრივი ჯგუფები იღებენ.
„ეს პროცესი გუშინ დაიწყო: ას ოჯახს უკვე მივაწოდეთ საჭირო სურსათი და ეს პროცესიც ეტაპობრივად გრძელდება. ყველა მოქალაქეს ვეხმარებით, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, – აღნიშნა მარნეულის მერმა.
ზაურ დარგალმა აღნიშნა, რომ დახმარება გულისხმობს ყველა მიმართულებას, რა სახის საჭიროებაც აქვთ ადგილობრივებს. „შეიძლება ეს იყოს სურსათი, პროდუქტები. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა არის და ვეხმარებით მოქალაქეებს“, – აღნიშნა მან.