ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 297-მდე გაიზარდა

პუბლიკა

BBC-ის ცნობით, ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 297-მდე გაიზარდა. დაშავებულია 7 500-ზე მეტი ადამიანი.

მთავრობის ცნობით, დაინგრა 13 ათასზე მეტი სახლი.

აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურის ცნობით, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კმ-ში, 10 კმ-ის სიღრმეზე იყო.

ჰაიტიზე 2010 წელს მომხდარი 7-ბალიანი მიწისძვრის შედეგად 200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰაიტიზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრით დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ სოლიდარობას უცხადებს ჰაიტის ხალხს და მათ გამძლეობას უსურვებს.