რუსეთის სხვადასხვა სამთავრობო ვებსაიტები, მათ შორის კრემლის, სახელმწიფო სათათბიროს და თავდაცვის სამინისტროს კვლავ გათიშულია.
ჰაკერული ჯგუფი Anonymous twitter-ზე წერს, რომ „შესაძლოა რუსეთი ბომბებს აყრის უდანაშაულო ადამიანებს, მაგრამ Anonymous კლავს რუსეთის მთავრობის ვებსაიტებს“.
კიბერთავდასხმების შესახებ ინფორმაცია პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტოს tass-ს დაუდასტურა პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, სამთავრობო ვებსაიტებზე მიმდინარეობს კიბერშეტევები, რაზეც პასუხისმგებლობას ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა აიღო.