ჰამასი: ჰანიეზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება

პუბლიკა

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ „ლიდერი ისმაილ ჰანიეს მკვლელობა ლაჩრული აქტი იყო და ამაოდ არ ჩაივლის“ – ამის შესახებ CNN ჰამასის პოლიტბიუროს წევრ მუსა აბუ მარზუკზის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

BBC-ის ცნობით, „ჰამასის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჰანიეზე თავდასხმა „დაუსჯელი არ დარჩება“ და ეს ქმედება კონფლიქტის „სერიოზულად ესკალაციას“ ნიშნავს.


„ჰამასი” აცხადებს, რომ ისრაელმა ირანში მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლა.

„ჰამასის” განცხადებით, ჰანიე თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს, მას შემდეგ, რაც ის ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.