ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კარლ ჰარცელის კომენტარს ავრცელებს, რომელიც ოპოზოციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს შეეხება.
„გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
გუშინ პარლამენტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიასთვის, „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვისა და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.