ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

წარსულში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ფიგურას კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს ნიუ-იორკის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

67 წლის ჰარვი ვაინშტაინს ათობით ქალმა დასდო ბრალი სექსუალურ შევიწროებაში. ის ასევე გაუპატიურებაშიც იყო ბრალდებული. ის ნიუ-იორკის პოლიციამ 2018 წლის 25 მაისს დააკავა.

დაახლოებით ორი წლის წინ, ჰოლივუდში გახმაურებულმა ძალადობის ათეულობით ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა მოძრაობას “მეც” (#metoo). მოძრაობამ ჯერ შეერთებული შტატები მოიცვა, შემდეგ კი, ძალიან მალე, საერთაშორისო მასშტაბები მიიღო და მან ქალები შთააგონა საჯაროდ ესაუბრათ სექსუალური ხასიათის შევიწროვებაზე გავლენიან პოზიციებზე მყოფი მამაკაცების მხრიდან.