ყოფილ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ახლა იზოლირებულია.
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ვაინშტაინი იმყოფება, Reuters-ის ინფორმაციით, ორ პატიმარს დაუდგინდა კორონავირუსი. ციხის რამდენიმე თანამშრომელი კი კარანტინშია გადაყვანილი.
ჰარვი ვაინშტაინს ნიუ-იორკის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის ათობით ქალმა დასდო ბრალი სექსუალურ შევიწროებაში. ის ასევე გაუპატიურებაშიც იყო ბრალდებული. ის ნიუ-იორკის პოლიციამ 2018 წლის 25 მაისს დააკავა.