ჰელსინკის კომისია: ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის

პუბლიკა

ჰელსინკის კომისია პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და წერს, რომ ეს ბნელი დროა ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის.

„გუშინ საქართველოს პარლამენტმა ძალით გაიტანა რუსული სტილის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ხალხის ნების ძალადობრივი უგულებელყოფით და გვერდზე განუდგა მის ევროატლანტიკურ გზას. ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის.

თუმცა ქართული თავისუფლების სული შეუზღუდავია. შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რომელიც წარმოუდგენელ გამბედაობასა და თავდადებას ავლენს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის საქმეში“, –  ნათქვამია განცხადებაში.


14 მაისს რუსული კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ნახეთ, ვინ დაუჭირა რუსულ კანონს მხარი – სია.