ჰელსინკის კომისია: მოვლენების რეპრესიული განვითარება მიუთითებს სახელმწიფოს ჩართულობაზე

პუბლიკა

აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, ცნობილი, როგორც ჰელსინკის კომისია, აცხადებს, რომ საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის შევიწროებას შეთანხმებული ხასიათი აქვს და მასში სახელმწიფოს ჩართულობაზე მიუთითებს.

„მიუღებელია, რომ საქართველოში მიმდინარეობს აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის შევიწროება, დაშინება და მათზე ძალადობა. მოვლენების რეპრესიული განვითარების შეთანხმებული ხასიათი მიუთითებს მასში სახელმწიფოს ჩართულობაზე და საჭიროებს საყოველთაო დაგმობას”. – აცხადებს ჰელსინკის კომისია.

განცხადება გააკეთა  ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა.

„შეშფოთებული ვარ, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გახდნენ ძალადობის მუქარის მსხვერპლები იმის გამო, რომ „უცხო ქვეყნის აგენტების კანონს” ეწინააღმდეგებიან. ღია დემოკრატიაში ყველა ხმას უნდა ჰქონდეს ლაპარაკის შესაძლებლობა. დაშინება უნდა დასრულდეს”. – აცხადებს ჯიმ რიში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აქტივისტების, ჟურნალისტების სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის წარწერებს აკეთებენ.

უკვე მესამე დღეა, მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებთან, კედლებსა და კარებზე ჩნდება წარწერები „აგენტი”, „მტერი”, „მოღალატე”.

მათ შორის არიან:

  • საგამოძიებო მედია „მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი;
  • „მთის ამბების” ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი;
  • რეალპოლიტიკას” მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე;
  • საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე;
  • ISFED-ის დირექტორი ნინო დოლიძე;
  • „ღია საზოგადოების ფონდის” წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძე;
  • „მედიის განვითარების ფონდი”;
  • ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარი”;
  • აქტივისტი ნატა ფერაძე;
  • გირჩი-დროა” და მისი ლიდერები;

გარდა ამისა, საცხოვრებელ სახლებთან თავს დაესხნენ პოლიტიკოსებს: ბორის ჩელე ყურუას, გია ჯაფარიძეს, ნოდარ ჩაჩანიძეს; გიორგი მუმლაძეს; დიმიტრი ჩიქოვანს;

ასევე, სცემეს აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს. საკუთარ სახლში დააკავეს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე.