ჰელსინკის კომისია: სანამ „მეგობარი აქტი" საბოლოოდ დამტკიცდება, უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა

პუბლიკა

„სანამ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა თავისი დემოკრატიის დასაცავად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზის გასაგრძელებლად”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „X”-ში განცხადება გამოაქვეყნა ჰელსინკის კომისიამ.

„მაისში შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღსანიშნად, ჰელსინკის კომისიის წევრებმა წარმოადგინეს „მეგობარი აქტი”, ორპარტიული კანონი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.

სანამ კანონპროექტი საბოლოოდ დამტკიცდება წარმომადგენელთა პალატაში, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა თავისი დემოკრატიის დასაცავად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არჩეული გზის გასაგრძელებლად”, – ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.


MEGOBARI აქტის“ ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

„MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“.

მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება.