ვაშინგტონი და დასავლეთის სხვა დედაქალაქები შეშფოთებულნი არიან პოლიტიკური ცვლილებით, რაც საქართველოს ხელისუფლების არალიბერალური საშინაო პოლიტიკითაა გამოხატული – ამის შესხებ ჰელსინკის კომისიის ანგარიშშია ნათქვამი.
თუმცა ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს მოსახლეობაში არსებული ძლიერი პროდასავლური განწყობები იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის განახლების პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს”.
ანგარიშის მიხედვით, აშშ-მა საქართველოში იმგვარი სტრატეგია უნდა განახორციელოს, რომელიც დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას მოიცავს.
„ამ მიდგომამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა დამოკიდებულია დემოკრატიულ რეფორმებსა და მკაფიო პროდასავლურ პოზიციაზე… აშშ-მა ქართველ ხალხთან ურთიერთობების გაძლიერების მიზნით უნდა იმუშაოს და მათი დემოკრატიული და ევროპული მომავლის მისწრაფებების მიმართ ერთგულება აჩვენოს. ასეთ სტრატეგიას შეუძლია საქართველოს მთავრობასა და მის მოსახლეობას შორის არსებული განსხვავებების გადალახვას შეუწყოს ხელი, რაც უფრო სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებას დაეხმარება“ – ვკითხულობთ ანგარიშში.