ჰელსინკის კომისია: ვგმობთ საქართველოში რუსული სტილის კანონის ამოქმედებას

პუბლიკა

ჰელსინკის კომისია ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და  გმობს რუსული სტილის კანონის ამოქმედებას საქართველოში.

„საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებითი განხორციელება, მიუხედავად ქართველი ხალხის აბსოლუტურად მკაფიო ნებისა, გამიზნულია, როგორც საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისა და ხალხის ევროატლანტიკურ მომავალზე.

სინამდვილეში, ეს სისუსტის მანიშნებელია, რადგან თავისუფალი ხალხის სადამსჯელო იძულების მცდელობას შედეგები მოჰყვება.

ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია ცდილობს, დაიპყროს თავისი მეზობლები და განსაკუთრებით ძველი ცივილიზაციები უკრაინასა და საქართველოში, რომელთა ისტორია და კულტურა მოსკოვამდელია, საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას და რეპრესიების უფრო ფართო კამპანიას, რომელიც მან დაიწყო.

ჩვენ კონგრესში მოუთმენლად ველით „MEGOBARI Act-ის“ წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის ნებაზე ამ თავდასხმისთვის.

შეერთებული შტატები დგას ჩვენს მეგობრებთან, ქართველ ხალხთან, რათა დაიცვას ქართველთა თაობების შესრულებული სამუშაო თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის.  ჩვენ მოუთმენლად ველით ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას კანონპროექტში ასახული მექანიზმებით და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.