„ჰეზბოლამ" ისრაელს 30 რაკეტა ესროლა - მედია

პუბლიკა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 4 აგვისტოს, ღამით, „ჰეზბოლამ“ 30 რაკეტა ისროლა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით.

ინფორმაციას – The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რაკეტების უმრავლესობა განეიტრალდა. ერთი რაკეტა დასახლებაში ჩავარდა, რამდენიმე კი, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. გამოცემის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ისრაელის ცნობით, საპასუხოდ დაარტყეს ლიბანის სამხრეთ ნაწილს და გაანადგურეს „ჰეზბოლის“ ინფრასტრუქტურა.

28 ივლისს, ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. ყველა დაღუპული 10 დან 20 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდია.

ისრაელმა თავდასხმაში „ჰეზბოლა“ დაადანაშაულა და პირობა დადო რომ შურს იძიებდა. 31 ივლისს, ირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე, თეირანში, მისსავე რეზიდენციაში, ისრაელის მიერ დაგეგმილი თავდასხმის შედეგად მოკლეს. რის შემდეგაც, ირანმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო შურს იძიებს.