ჰიუსტონში, კერძო წვეულებაზე სროლის შედეგად რეპერი Takeoff-ია მოკლული - CNN

პუბლიკა

აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონის ერთ-ერთ ბოულინგის კლუბში რეპერი Takeoff-ი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

28 წლის რეპერი Takeoff-ი პოპულარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Migos-ის წევრი იყო.

ჰიუსტონის პოლიცია აცხადებს, რომ სროლა ჰიუსტონში, ბოულინგს კლუბში ადგილობრივი დროით 2:30 საათზე მოხდა. პოლიციის ცნობით, ცენტრში კერძო წვეულება იმართებოდა, სადაც 50-მდე სტუმარი იმყოფებოდა. სროლის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაშავდა ორი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. პოლიცია ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ გარდაცვლილი რეპერი Takeoff-ია.

Takeoff-მა ბიძასთან Quavo-სა და ბიძაშვილთან Offset-თან ერთად 2008 წელს ჩამოაყალიბა ჰიპ-ჰოპ ტრიო Migos-ი.