H&M, მსოფლიო ბანკი, Citigroup რუსეთში მუშაობას აჩერებენ - კომპანიების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

პუბლიკა

ყოველდღიურად იზრდება იმ ორგანიზაციებისა და კომპანიების რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში ოპერირებას აჩერებენ.

BBC-ის ბოლო ინფორმაციით, მათ შორისაა მსოფლიო ბანკი, Spotify, ტანსაცმლის ბრენდი H&M და ამერიკული ბანკი Citigroup.

როგორც H&M აცხადებს, გაყიდვებს მთელ რუსეთში აჩერებს. ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია რუსეთში და 155-ზე მეტი ფილიალი აქვს. რუსეთი იმ ქვეყნების ათეულში, სადაც H&M-ის ყველაზე მეტი ფილიალია. 

მსოფლიო ბანკი კი აცხადებს, რომ რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას აჩერებს, თუმცა მსოფლიო ბანკის ოპერაციები მნიშვნელოვნად იყო ჩემცირებული ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ.