ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტში საკარანტინო რეჟიმის შემდგომ ხელახლა გახსნილ რესტორანში სამი ახალი თანამშრომელი ჰყავთ. რესტორან „დადავანში” სამი ახალი მიმტანი რობოტი : ემი, აკერი და ჯეიმსი მომხმარებლებს სასმელს ურიგებენ.
თითოეულ რობოტს ადამიანის ფორმა და ლანგრის დასაჭერად განკუთვნილი წაგრძელებული ხელები აქვს.
„გამარჯობა, აი თქვენი შეკვეთა. თუ შეიძლება აიღეთ ლანგრიდან. დახლთან 20 წამში ავტომატურად დავბრუნდები”, – აუწყებს რობოტი ემი რესტორნის მომხმარებლებს.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ ჩინეთში წარადგინეს პირველი მიმტანი რობოტების მოდელები, მხოლოდ რამდენიმე სასადილომ დანერგა სერვირების ეს მეთოდი საკუთარ რესტორნებში.
ამ დროისთვის რესტორან „დადავანში” მიმტანი რობოტები მხოლოდ სასმელზე მუშაობენ, თუმცა მფლობელი იმედს გამოთქვამს, რომ მათი სამუშაო ფუნქციები ეტაპობრივად გაფართოვდება.