ბათუმის იმ კლუბში, რომელშიც ამაღამ ვუკრავ, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დამესხნენ - გერმანელი DJ

პუბლიკა

„ბერგჰაინისა“ და „ხიდის“ რეზიდენტი, გერმანელი DJ ჰეიდენ პეინი, სასცენო სახელით Phase Fatale ინსტაგრამზე წერს, რომ მას ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.

ის Sphere-ფესტივალის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია, რომელიც ბათუმში დღეს უნდა გაიმართოს.

„იმ კლუბში, რომელშიც მე ამაღამ ვუკრავ, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დამესხნენ  უსაფრთხოების თანამშრომლებთან ასოცირებული პირები“, – წერს არტისტი.

„პუბლიკამ“ დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

Phase Phatale-ის ქართველი მეგობარი, რომელიც ბარში მუშაობდა ამბობს, რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა მას სასმელი შეუკვეთა, რომლის ფულიც არ გადაიხადა. ბარმენმა მას სასმელი არ მისცა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რის გამოც კლიენტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.