ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტის გამო, რომლის მიღებითაც ჩინეთი ჰონგ-კონგზე გავლენას გააფართოებს შესაძლოა, აშშ-მა ჩინეთს სანქცების დაუწესოს. ამის შესახებ დღეს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რობერტ ო’ბრიენმა ისაუბრა.
„ამ კანონპროექტით ჩინეთი ჰონგ-კონგზე კონტროლის მოპოვებას გეგმავს და თუკი ამას გააკეთებენ, მაშინ სახელმწიფო მდივანი პომპეო უძლური იქნება, განიხილოს ჰონგ-კონგი ფართო ავტონომიად. ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ჰონგ-კონგისა და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება“, – თქვა ო’ბრიენმა NBC-ის ეთერში.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ჰონგ-კონგში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ რეგიონი ავტონომიას დაკარგავს და ჩინეთის ტერიტორიად იქცევა. შესაბამისად, ჰონგ-კონგი დაკარგავს სპეციალურ სტატუსს აშშ-ის კანონმდებლობაში, რაც ხელს უწყობდა მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური ცენტრი ყოფილიყო.
ჰონგ-კონგში საკანონმდებლო ცვლილებების გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. პოლიციამ დემონსტრანტები წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაშალა. მათი განცხადებით, დაკავებულია 120-მდე მოქალაქე.