ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-მა ალტ-ინფოს ვებგვერდის მუშაობა შეაჩერა - როი შენგელია

პუბლიკა

როგორც მოქალაქე როი შენგელია ფეისბუქზე წერს, მან დღეს ოფიალურად მიმართა ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-ის Abuse განყოფილებას – სადაც დაჰოსტილი იყო https://altinfo.org.

„წერილში დავწერე, რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესიისკენ და არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს.

ზუსტად 30 წუთში ორგანიზაციის Abuse განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ აღნიშნული ვებგვერდი და შეეწყვიტათ მათი ჰოსტინგ მომსახურებით უზრუნველყოფა. Altinfo-ის ჰოსტინგ მომსახურება შეჩერებულია” – წერს შენგელია.