ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია - იმნაძე ახალ შტამზე

პუბლიკა

„მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ, სანამ ავად გახდებოდა, კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია იმ ადამიანის ნიმუში, მიმდინარეობს მისი სეკვენირება. ის ადამიანი საქართველოში აღარ არის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით.

გუშინ, 4 იანვარს საქართველოში კორონავირუსის ახალი ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.